რას წარმოადგენს DEALIN?
Dealin (დილინ) — ეს არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ეხმარება მეწარმეებს (სტარტაპებს და მოქმედ ბიზნესებს) თავიანთი იდეების ან პროდუქტის განვითარებასა და დაფინანსების მოძიებაში. პლატფორმა სრულად ავტომატიზებულია და გაძლევთ საშუალებას:
- •შექმნათ და გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნეს იდეა
- •დააგენერიროთ ფინანსური პროგნოზები მარტივად
- •წარუდგინოთ პროექტი ინვესტორს სტანდარტიზებული ფორმით
- •მიიღოთ რჩევები და შეფასება პროგრესზე
იდეის ფორმირებიდან დაფინანსების მიღებამდე მთელი პროცესი პლატფორმაზე მიმდინარეობს და ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ Lean Startup მოდელს, რაც უზრუნველყოფს სწრაფ ტესტირებას, უკუკავშირის მიღებას და ბიზნესის სტრუქტურირებულ განვითარებას.
მომხმარებელი იხდის თანხას პროფესიონალური ბიზნეს გეგმის გენერაციის სერვისში, რომელიც სტარტაპს განვითარების პროცესში შესაძლოა რამდენჯერმე დასჭირდეს, რათა ინვესტორებს ყოველთვის წარუდგინოს განახლებული ბიზნეს გეგმა და ფინანსური პროგნოზები.